თავში

საუკეთესო მეგობრის ზარმა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა

საუკეთესო მეგობრის ზარმა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა
საუკეთესო მეგობრის ზარმა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა

ლივერპულში მამაკაცმა საუკეთესო მეგობარი კორონავირუსით სიკვდილს გადაარჩინა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

57 წლის დერეკ კემპბელმა თავი შეუძლოდ იგრძნო. მას ხველება და ყურის ტკივილი დაიწყო. ექიმებმა მას თვითიზოლაციის და სახლში მკურნალობის რეკომენდაცია მისცეს.

მალე მამაკაცს სიცხემ აუწია, ყნოსვის შეგრძნება დაკარგა და ჰალუცინაციები დაეწყო.

ვიდეოზარით კემპბელს საუკეთესო მეგობარმა, ტერი ჯონსონმა დაურეკა. როგორც კი მეგობრის სახე ნახე, ტერი მიხვდა, რომ საქმე ცუდათაა და სასწრაფო გამოიძახა.

კემპბელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ის 5 დღით ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. ექიმები მის გადასარჩენად 3 კვირა იბრძოდნენ. ახლა პაციენტი უკეთესად გრძნობს თავს. ის სახლში გაწერეს. კემპბელი ამბობს, რომ საუკეთესო მეგობარმა სიკვდილს გადაარჩინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system