თავში

ისრაელის პრეზიდენტი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას ცდილობს

​ისრაელის პრეზიდენტი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას ცდილობს
ისრაელის პრეზიდენტი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას ცდილობს

ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ჰეთანიაჰუსა და მის მთავარ ოპონენტს არჩევნებზე ბენი განცს შეხვდება. მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე გაიმართება.

17 სექტემბრის საყოველთაო არჩევნების შედეგად, ბენი განცის პარტიამ ქნესეთში 33 ადგილი მოიპოვა, ჰეთანიაჰუს პარტიამ კი 31. მთავრობის ფორმირებას დამოუკიდებლად ვერც ერთი ვერ შეძლებს.

რუვენ რივლინის თქმით, ის მაქსიმალურად ეცდება, მხარეებმა კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიონ და ისრაელმა ხელახალი არჩევნები თავიდან აიცილოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system