თავში

არაბეთის გაერთიანებული საემიროები ლიბანში მოგზაურობაზე აკრძალვას აუქმებს

არაებთის საემიდორები
არაბეთის გაერთიანებული საემიროები ლიბანში მოგზაურობაზე აკრძალვას აუქმებს

არაბეთის გაერთიანებული საემიროების განცხადებით, სახელმწიფო, დღეიდან, საკუთარ მოქალაქეებს, ლიბანში მოგზაურობის ნებას დართავს. ამ გადაწყვეტილებით მრავალწლიან აკრძალვას დაესმევა წერტილი. ინფორმაციას ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო WAM-ი ავრცელებს.

ემირატების მოქალაქეებს, სირიაში სამოქალაქო ომის შედეგად, ლიბანში შექმნილი სახიფათო მდგომარეობის გამო ჰქონდათ მოგზაურობა აკრძალული. ლიბანში ძალიან ხშირია ადამიანის გატაცების შემთხვევები. ემირატები, ასევე, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას დაჯგუფების ლიბანში არსებობის წინააღმდეგია.

გადაწყვეტილება მიღებული იქნა ლიბანის პრემიერ-მინისტრის საად ჰარირის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ვიზიტის ფონზე.

ჰარირი ლიბანისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ეძებს. ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩდა. მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 86 მილიარდიანი საგარეო ვალი აქვს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 150 პროცენტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system