თავში

Sea Breeze 2021 წვრთნების პირველი ეტაპი დასრულდა

​Sea Breeze 2021 წვრთნების პირველი ეტაპი დასრულდა
Sea Breeze 2021 წვრთნების პირველი ეტაპი დასრულდა

მრავალეროვანმა ტაქტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც საერთაშორისო წვრთნებში Sea Breeze 2021 მონაწილეობდნენ, სწავლების პირველი ეტაპი დაასრულეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

”ტვირთის გადაცემა, ავარიული ხომალდის ბუქსირება და ინსპექტირების ჯგუფების გასვლა, გემების ორდერების ფორმირება, კოსტიუმებში ცურვა, სიგნალწარმოება და სამოქალაქო გადაზიდვების კონტროლი”, - ესაა ამოცანები, რომლებიც, უწყების ცნობით, წვრთნების დროს შესრულდა.

შეგახსენებთ, რომ Sea Breeze 2021 წვრთნებში მსოფლიოს 17 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system