თავში

სელენა გომესი პეტრა კოლინზის თრილერში ითამაშებს

სელენა გომესი პეტრა კოლინზის თრილერში ითამაშებს
სელენა გომესი პეტრა კოლინზის თრილერში ითამაშებს

ამერიკელი მსახიობი და მომღერალი სელენა გომესი პეტრა კოლინზის ფსიქოლოგიურ თრილერში "სპირალი" ნარკომანის როლს შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Dazed ავრცელებს.

ფილმის პროდიუსერები იქნებიან რეპერი დრეიკი და ადელ ნური.

პეტრა კოლინზმა გადაიღო 2018 წლის Gucci-ის სარეკლამო კამპანია და მუსიკალური კლიპები რეპერებისთვის, როგორებიც არიან Gucci Mane, 21 Savage და Cardi B.

ცნობილია, რომ პეტრა კოლინზი უკვე თანამშრომლობდა სელენა გომესთან. მან მომღერალთან ერთად მოკლემეტრაჟიანი ფილმი A Love Story გადაიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system