თავში

სემ ესმაილმა ორ ახალ სერიალზე დაიწყო მუშაობა

სემ ესმაილმა ორ ახალ სერიალზე დაიწყო მუშაობა
სემ ესმაილმა ორ ახალ სერიალზე დაიწყო მუშაობა

ამერიკული დრამატული ჟანრის ტელესერიელის, "მისტერ რობოტის" შემქმნელმა, სემ ესმაილმა ორ ახალ სერიალზე დაიწყო მუშაობა, რომელიც ABC-ზე გავა.

ორივე პროექტის სიუჟეტს თვითონ ესმაელი დაწერს, ამაში კი აღმასრულებელი პროდიუსერი ჩად ჰამილტონი დაეხმარება.

ერთი სერიალის სახელი იქნება, "Acts of Crime", ხოლო მეორე სერიალი უსახელოა, თუმცა ცნობილია, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს უკავშირდება. არც ერთი სერიალის დამატებითი დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.

გარდა ამისა, ესმაილი Hang in Palm Springs-ის მწერალ ენდი სიარასთან ერთად იმუშავებს სერიალზე "The Resort", რომელიც განქორწინების პირას მყოფი წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც რივიერა მაიას კურორტზე უნებლიეთ აღმოჩნდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system