თავში

სენეგალში არაულობებს 7 ადამიანი ემსხვერპლა

სენეგალში არაულობებს 7 ადამიანი ემსხვერპლა
სენეგალში არაულობებს 7 ადამიანი ემსხვერპლა

სენეგალში აქციის მონაწილეები მაღაზიების ფანჯრებს ამსხვრევენ, პოლიციის განყოფილებებს წვავენ და ავტომობილებს ანადგურებენ.

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად სულ 7 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი არასწრულწლოვანიც. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ დიაობეში, 6 მარტს, 17 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, როდესაც სამთავრობო შენობებს არბევდნენ.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზი გამოიყენეს. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სენეგალში ამ მასშტაბის არეულობები არ მომხდარა.

სენეგალში, 3 მარტს, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი უსმან სონკო გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს. თავად პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ ის უდანაშაულოა. მისი თქმით, ამ გზით ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტის ჩამოშორებას ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system