თავში

სენსორული ეკრანები, შესაძლოა, გაქრეს

​სენსორული ეკრანები, შესაძლოა, გაქრეს
სენსორული ეკრანები, შესაძლოა, გაქრეს

სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სენსორული პანელებისა და სხვა ტექნიკის წარმოება მომავალში, შესაძლოა, გაჩერდეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ინდიუმის განახლება არ ხდება. ინფორმაციას The Next Web ავრცელებს.

ინდიუმი გამჭვირვალე ლითონია, რომელსაც ელექტროგამტარობის უნარი აქვს. ამ თვისებების გამო, ეს სენსორული ეკრანებისა და მზის პანელების შესაქმნელად ძირითადი რესურსია.

ამასთან, ეს მასალა მუდმივად მზარდ დეფიციტშია.

მეცნიერთა აზრით, ინდიუმი არ არის განახლებადი და ბუნებაში ის მცირე რაოდენობით გვხვდება. გარდა ამისა, მსოფლიოს თითქმის მთელი ინდიუმი თუთიის მოპოვების სუბპროდუქტს წარმოადგენს, რაზეც მოთხოვნა მცირდება.

ამავდროულად, მუდმივად იზრდება სენსორულ პანელებსა და ეკრანებზე მოთხოვნა, რომლებიც ტექნიკის წარმოებისთვის არის აუცილებელი. ამან, შესაძლოა, მომავალში ინდიუმის დეფიციტი გააუარესოს.

ამასთან, ცნობილია, რომ მეცნიერები უკვე მუშაობენ ალტერნატიულ მასალებზე, რათა სენსორული ეკრანის გაუჩინარება თავიდან აიცილონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system