თავში

სერბეთის ოპოზიცია მმართველი პარტიის წინააღმდეგ ერთიანდება

​სერბეთის ოპოზიცია მმართველი პარტიის წინააღმდეგ ერთიანდება
სერბეთის ოპოზიცია მმართველი პარტიის წინააღმდეგ ერთიანდება

სერბეთის რამდენიმე ოპოზიციურმა მოძრაობამ გაერთიანებისა და ახალი მოძრაობის ფორმირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ახალ მოძრაობას სერბეთის გაერთიანებული ოპოზიცია ეწოდა და მასში 10 სუბიექტია გაერთიანებული.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, გაერთიანება აუცილებელია, რადგან დამოუკიდებლად ხელისუფლების არჩევნებში დამარცხებას ვერ ერთი მოძრაობა შეძლებს.

სავარაუდოდ, ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში საერთო კანდიდატი ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს სერბეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც გამარჯვება მოიპოვა პარტიამ "სერბეთის პროგრესული პარტია", რომელსაც მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ვუჩიჩი ხელმძღვანელობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system