თავში

სერბეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატა

​სერბეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატა
სერბეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატა

"ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ცენტრში იმყოფება. ჩვენ გამოვხატეთ ორმხრივი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისადმი", - ამის შესახებ სერბეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნებოიშა სტეფანოვიჩმა განაცხადა, რომელიც აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, შეხვედრებზე ხაზი გაესვა მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას, ასევე ყველა კონფლიქტის გადაწყვეტას გაერო-ს პრინციპების შესაბამისად.

"მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების მომავლისთვის, რომლებიც კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდნენ, ასევე ორივე მხარის ინტერესებში შედის", - განაცხადა სტეფანოვიჩმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system