თავში

სერგეი ლავროვი დღეს ბაქოს ეწვევა

სერგეი ლავროვი დღეს ბაქოს ეწვევა
სერგეი ლავროვი დღეს ბაქოს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს ბაქოს ეწვევა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

სერგეი ლავროვს დაგეგმილი აქვს არაერთი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც  ყარაბაღში არსებულ ვითარებას განიხილავს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის დედაქალაქში 11 მაისამდე დარჩება.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აღნიშნა,  აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის ფარგლებში მხარეები  ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system