თავში

სერიალის ვარსკვლავი ტბაზე იდუმალ ვითარებაში გაქრა - PHOTO

​სერიალის ვარსკვლავი ტბაზე იდუმალ ვითარებაში გაქრა
სერიალის ვარსკვლავი ტბაზე იდუმალ ვითარებაში გაქრა - PHOTO

მაშველები და პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ ამერიკელ მსახიობსა და მომღერალს ნაია რივერას, რომლიც სამხრეთ კალიფორნიაში, ტბაზე, იდუმალ ვითარებაში გაუჩინარდა.

33 წლის ვარსკვლავი  ვენტურას ოლქში პირუს ტბაზე დასასვენებლად 4 წლის შვილთან ერთად გუშინ წავიდა.

ტბაზე მან ნავი დაიქირავა და ბავშვთან ერთად სასეირნოდ წავიდა. უმეთვალყურეოდ მიტოვებული ნავი სამი საათის შემდეგ მენავემ აღმოაჩინა. მასში ნაია რივერა არ იმყოფებოდა. ბავშვს ნავის ბორტზე ეძინა.

სამძებრო სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა რივერას კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. საკმაოდ რთული იყო ინფორმაციის მიღება მცირეწლოვანი ბავშვისგან. 4 წლის ბიჭმა თქვა, რომ ისინი ცურავდნენ, მაგრამ დედა ნავზე აღარ დაბრუნდა. ბავშვს ტანზე სამაშველო ჟილეტი ეცვა, ზრდასრული ადამიანის ჟილეტი კი იქვე ნავში იყო.

დიდი პოპულარობა ნაია რივერას სანტანა ლოპეზის როლმა მოუტანა Fox-ის გახმაურებულ სერიალში "კლუბი" ("Glee") , რომელშიც ის 2009 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა. ეს იყო მუსიკალურ-კომედიური ჟანრის დრამა. ნაია რივერა მის ყოველ ეპიზოდში ჩნდებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system