თავში

ევროკავშირი შავი სიიდან შვეიცარიას და გაერთიანებულ არაბულ საამიროებს ამოიღებს

​ევროკავშირი შავი სიიდან შვეიცარიას
ევროკავშირი შავი სიიდან შვეიცარიას და გაერთიანებულ არაბულ საამიროებს ამოიღებს

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები მომავალ კვირას შვეიცარიას და გაერთიანებულ არაბულ საამიროებს სიიდან ამოიღებენ, რომელშიც ის ქვეყნებია შეყვანილი, სადაც გადასახადებისგან თავის არიდება ხდება. ამის შესახებ ევროკავშირის დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

შეხვედრა 10 ოქტომბერს შედგება. მოსალოდნელია, რომ გაერთიანებულ არაბთა საამიროებს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალიდან ამოიღებენ, რომლებიც ოფშორების დახმარებით ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლაში არ ითანამშრომლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, „შავი სიიდან“ მარშალის კუნძულებსაც ამოწერენ.

შვეიცარია "ნაცრისფერი სიას" დატოვებს, რომელში შეყვანილ ქვეყნებს საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლას ურჩევდნენ, რათა ის ევროკავშირის სტანრდარტებთან ყოფილიყო შესაბამისობაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შვეიცარია ამ მიმართულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system