თავში

შეაჩერებს, თუ არა, გერმანია ნავალნის მოწამლვის შემდეგ "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ს?

შეაჩერებს, თუ არა, გერმანია
შეაჩერებს, თუ არა, გერმანია ნავალნის მოწამლვის შემდეგ ჩრდილოეთის ნაკად 2-ს?

გერმანიაში მიიჩნევენ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ნერვული აგენტით - "ნოვიჩოკით" მოწამლვის ფაქტს დასავლეთმა ერთიანი, მკვეთრი პოზიციით უნდა უპასუხოს. ამ განცხადებას გერმანიის პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში აკეთებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. 

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია მომხდარზე რეაგირებასთან დაკავშირებით  NATO-ს მოკავშირეებთან კონსულტაციებს გამართავს. გამორიცხული არ არის დასავლეთმა რუსეთის წინააღმდე ახალი სანქციები დააწესოს. 

გერმანიის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნორბერტ რიოტგენის განცხადებით, გერმანიამ მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს და ევროპამ აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება მომხდარ ფაქტზე. "აუცილებელია ევროპის რეაგირება", - განაცხადა პარლამენტარმა. კითხვაზე, ნავალნის მოწამლვის შემდეგ, უნდა გაგრძელდეს თუ არა რუსეთიდან გერმანიაში გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა, როიტგენმა უპასუხა: " ჩვენ მკაცრი პოლიტიკა უნდა გავატაროთ. უნდა ვუპასუხოთ იმ ერთადერთ ენაზე, რომელიც პუტინს ესმის - ეს გაზით ვაჭრობაა". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system