
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევები შემაშფოთებელი სისწრაფით იზრდება.
"უმეტეს რეგიონში COVID-19-ის შემთხვევები იზრდება. ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა, რაც კორონავირუსის ახალი სახეობების, საზოგადოებების დისტანცირების შემცირებისა და ვაქცინის არათანაბარი გამოყენების შედეგია", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა 19 მარტს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ იანვარსა და თებერვალში COVID19-ის შემთხვევათა ექვსკვირიანი შემცირების შემდეგ, ახლა უკვე ისევ ინფიცირების ზრდის მეოთხე კვირაში ვართ.
ტედროს ადანომ გებრეისუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მართალია მცირდება, თუმცა იმაზე ნელი ტემპით, ვიდრე ადრე.
"#COVID19 cases are increasing in most regions. These are worrying trends as we continue to see the impact of variants, opening up of societies, and inequitable vaccine rollout"-@DrTedros https://t.co/6FClbghiAI
— World Health Organization (WHO) (@WHO) March 19, 2021