თავში

შემდეგი პანდემია, შესაძლოა, უფრო მომაკვდრილებელი იყოს - AstraZeneca-ს შემქმნელი

შემდეგი პანდემია, შესაძლოა, უფრო მომაკვდრილებელი იყ
შემდეგი პანდემია, შესაძლოა, უფრო მომაკვდრილებელი იყოს - AstraZeneca-ს შემქმნელი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, Oxford/AstraZeneca-ს ერთ-ერთი შემქმნელის, პროფესორ სარა გილბერტის განცხადებით, შემდეგი პანდემია, შესაძლოა, უფრო მომაკვდრილებელი იყოს. ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

"ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ვირუსი ჩვენს სიცოცხლეს და ჩვენს საარსებო წყაროს საფრთხეს უქმნის. სიმართლე ისაა, რომ შემდეგი, შესაძლოა, უარესი იყოს. ის შესაძლოა, უფრო გადამდები, ან უფრო მომაკვდინებელი იყოს, ან ორივე ერთად“, - აღნიშნა სარა გილბერტმა.

მისი თქმით, საჭიროა მეტი დაფინანსება იმისთვის, რომ მსოფლიო პანდემიისთვის უფრო მომზადებული იყოს და არსებული მიღწევები არ დაკარგოს.

გილბერტმა ასევე აღნიჩნა, რომ ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" წინააღმდეგ, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს.

"ამ ვარიანტის სპაიკ-ცილა შეიცავს უკვე ცნობილ მუტაციებს, რომლებიც ვირუსის გადაცემას ზრდის. არის დამატებითი ცვლილებები, რაც, შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ ანტისხეულები, რომლებსაც ვაქცინები ან სხვა ვარიანტით ინფიცირება იწვევს, "ომიკრონით“ ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ნაკლებად ეფექტური იყოს. სანამ მეტი არ ვიცით, ფრთხილად უნდა ვიყოთ და ამ ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად ნაბიჯები გადავდგათ“, - აღნიშნა პროფესორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system