თავში

შემუშავებულია PCR ტესტი, რომელიც კორონავირუსის შტამებს ადგენს

​შემუშავებულია PCR ტესტი, რომელიც კორონავირუსის შტამებს ადგენს
შემუშავებულია PCR ტესტი, რომელიც კორონავირუსის შტამებს ადგენს

ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს PCR ტესტი, რომელსაც კორონავირუს SARS-CoV-2-ის სხვადასხვა ვარიანტებისა ან შტამების დადგენა შეუძლია. კვლევის შედეგები medRxiv.org-ზე გამოქვეყნდა.

ახალ მეთოდზე მუშაობისას მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებული 717 პაციენტისა და ბრაზილიაში 365 პაციენტის ნიმუშები შეაგროვეს. პირველ შემთხვევაში მათ D1118H მუტაცია აღმოაჩინეს, რომელიც "ალფა" შტამისთვის არის დამახასიათებელი. ბრაზილიურ ნიმუშებში კი მუტაციები K417T და L3468V დაფიქსირდა ("გამა" ვარიანტი).

კვლევის ავტორების თქმით, შემუშავებული მეთოდი უპირატესობა ისიც არის, რომ ის ახალ მუტაციებზე დასამიზნებლად ადვილად იცვლება, შესაბამისად მომავალში SARS-CoV-2 გენომის ცვლილებების შემთხვევაში, ტესტის მოდიფიცირება მარტივია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system