თავში

შტაბში ტრაპს ურჩევენ, ბაიდენს არ გააწყვეტინოს და მეტად იხუმროს

​შტაბში ტრაპს ურჩევენ, ბაიდენს არ გააწყვეტინოს და მეტად იხუმროს
შტაბში ტრაპს ურჩევენ, ბაიდენს არ გააწყვეტინოს და მეტად იხუმროს

აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტსა და საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს საკუთარ შტაბში რამდენიმე რჩევა მისცეს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Axios წერს.

მისი ცნობით, ხუთშაბათს დაგეგმილ დებატებზე ტრამპს ურჩევენ, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ჯო ბაიდენს სიტყვა არ გააწყვეტინოს, უფრო მშვიდად ისაუბროს და მეტი იხუმროს.

"ტრამპის გუნდი მიიჩნევს, რომ თუ ბაიდენს უფრო მეტი საუბრის საშუალება მიეცემა, ის გამოიყურება, როგორც ლაყბობის მოყვარული. ტრამპის წინასაარჩევნო შტაბი დარწმუნებულია, რომ საჭიროა პრეზიდენტმა მხოლოდ "მისცეს ხალხს საშუალება, მას მისცეს ხმა და არა დებატების დროს ბაიდენი გადაარჩინოს", - წერს პორტალი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system