თავში

შვედეთი მიგრაციის შესახებ კანონს ცვლის

შვედეთი მიგრაციის შესახებ კანონს ცვლის
შვედეთი მიგრაციის შესახებ კანონს ცვლის

შვედეთის მთავრობამ პრალამენტში მიგრაციის შესახებ კანონპროექტი შეიტანა. დამტკიცების შემთხვევაში ახალი კანონი ძალაში 2021 წლის ზაფხულიდან შევა. დღეისათვის ქვეყანაში 2016 წელს მიღებული დროებითი კანონი მოქმედებს, რომელიც თავის დროზე თავშესაფრის მთხოვნელთა უპრეცედენტო ნაკადის შესაჩერებლად მიიღეს. 2015 წელს მათი რიცხვი წინა წლებთან შედარებით 100 000-ით, გაიზრდა და 163 000-ს მიაღწია.

2019 წელს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა დაახლოებით 22 ათასამდე, ხოლო 2020 წელს - 13 ათასამდე შემცირდა. მთავრობას არ სურს, რომ ცვლილებების შემდეგ თხოვნების რაოდენობა ისევ გაიზარდოს.

კანონპროექტი შვედეთის მოქალაქეებისთვის, ვისაც ქვეყანაში საკუთარი პარტნიორის ჩაყვანა უნდა, მოთხოვნების შემსუბუქებას ითვალისწინებს. ასევე გამარტივდება პროცედურები ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის, ვისაც შვედეთში ოჯახის წევრების ჩაყვანა უნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system