თავში

შვედეთის გენპროკურორმა, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ, თანამდებობა დატოვა

​შვედეთის გენპროკურორმა, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ, თანამდებო
შვედეთის გენპროკურორმა, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ, თანამდებობა დატოვა

შვედეთის გენერალურმა პროკურორმა მიხაელ ლაუბერმა თანამდებობა დატოვა. მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციასთან (FIFA) დაკავშირებულ საქმეებს ეხება.

ამასთან, ლაუბერი აცხადებს, რომ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა მისადმი, როგორც გენერალური პროკურატურის მიმართ უნდობლობა, მთელს პროკურატურას ჩრდილი მიაყენა.

"ამის შედეგად და დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე მე თანამდებობას ვტოვებ", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ლაუბერი კრიტიკის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის FIFA-ს ხელმძღვანელს, ჯანი ინფანტინოს ფორმალურად ხვდებოდა და ეს შეხვედრები სათანადოდ დოკუმენტირებული არ იყო, როდესაც ქვეყნის ფედერალური პროკურატურა ამ სტრუქტურაში კორუფციის შესაძლო ფაქტებს იძიებდა. ზედამხედველმა ორგანომ სანქციის სახით მას ხელფასი 8 პროცენტით შეუმცირა. ლაუბერმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საბოლოოდ მისი ხელფასი 3 პროცენტით შემცირდა. 

ამასთან, ლაუბერს ასევე რუსეთისადმი ლოიალურობაში ადანაშაულებდნენ და საქმეს, სადაც ის ფიგურირებდა, მისივე უწყება იძიებდა. გამოძიების თანახმად. შვეიცარიის ფედერალური პროკურორის თანაშემწე ვინცენ შნელი, 2014-2017 წლების განმავლობაში არაერთხელ იმყოფებოდა არაოფიციალურად რუსეთში, სადაც რუსეთის პროკურატურის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, რუსეთის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე, აწ გარდაცვლილ სააკ კარაპეტიანთან ერთად, უკანონოდ ნადირობდა კამჩატკაზე, ისვენებდა იაროსლავლის ოლქში, ვახშმობდა რესტორნებში და იღებდა საჩუქრებს.

არსებობს ეჭვი, რომ შნელი ეხმარებოდა რუსეთის ციხეში დაღუპული იურისტის, სერგეი მაგნიტსკის საქმის გამოძიების დაბლოკვაში, რომელმაც ფარდა ახადა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 230 მილიონი დოლარის დატაცებას. ამ თანხის დიდმა ნაწილმა სწორედ შვეიცარიის ბანკებსა და ფირმებში გაიარა.

შვეიცარიის პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ჰქონდა ეჭვი, რომ შვეიცარიის მთავარი პროკურორი, მიხაელ ლაუბერი, არათუ საქმის კურსში უნდა ყოფილიყო მისი ხელქვეითის ამ კონტაქტების შესახებ, არამედ, სავარაუდოდ, ხელსაც კი უწყობდა მას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system