თავში

შვედეთმა კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია შეცვალა

შვედეთმა კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია შეცვალა
შვედეთმა კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია შეცვალა

შვედეთისა მთავრობამ, COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია შეცვალა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირველი ტალღის მიმდინარეობისას შვედეთის ხელისუფლებას, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, მკაცრი შეზღუდვები არ დაუწესებია. თუმცა, ახალი შემთხვევების უკონტროლო მატების გამო მთავრობა იძულებული გახდა საკარანტინო შეზღუდვები შემოიღოს. 

ახალი წესები, 19 ოქტომბრიდან ამოქმედდება. 

შვედეთში შეზღუდვები დაწესდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისათვის, კერძოდ, მოქალაქეებს პირბადეების ტარება მოუწეევთ. გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნული მითითება რეკომენდაციული ხასიათისაა და წესების დარღვევისათვის ჯარიმა გათვალისწინებული არ არის. 

გამოცემის ინფორმაციით, ის ფაქტი, რომ სექტემბრიდან  ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ცხადყოფს, რომ შვედეთის ხელისუფლების იმედები საყოველთაო იმუნიტეტის გამომუშავების შესახებ არ გამართლდა. 

ჯანმო-ს მონაცემებით, შვედეთში COVID-19-ით ინფიცირების 103 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. დაავადებას 6 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system