თავში

შვედეთში 76 წლის მამაკაცმა COVID-19 დაამარცხა

​შვედეთში 76 წლის მამაკაცმა COVID-19 დაამარცხა
შვედეთში 76 წლის მამაკაცმა COVID-19 დაამარცხა

შვედეთში ექიმებს არ სჯეროდათ, რომ 76 წლის მამაკაცი ახალი კორონავირუსის დამარცხებას შეძლებდა. სამი კვირის განმავლობაში პაციენტი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო მიერთებული. უვე სვენსონის მდგომარეობა მძიმე იყო. თუმცა მან გამოჯანმრთელება მოახერხა. ამის შესახებ SVT Nyheter წერს.

76 წლის უვეს კორონავირუსის სიმპტომები მშრალი ხველების და ტემპერატურის მატების სახით გამოუვლინდა. მისმა შვილმა ეგრევე იფიქრა, რომ მამას COVID-19 აქვს.

ერთ დღესაც მამაკაც სიცხემ 40 გრადუსამდე აუწია და მან გონება დაკარგა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რეანიმაციაში ის სიკვდილს და დაავადებას ებრძოდა. ნარკოზიდან მისი გამოყვანა მედიკოსებმა მხოლოდ მესამე ცდაზე მოახერხეს.

"მე ძალიან ვჩუყდები, როდესაც ამაზე ვფიქრობ. ეს მედდა იყო, რომელმაც ჩემი ხელი აიღო, თავისად დაადო და ჩაეხუტა. შემდეგ გამეღვიძა და ყველა ბედნიერი იყო", - ამბობს უვე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system