თავში

შვედეთში სოფელი 7 მილიონად იყიდება - PHOTO

​შვედეთში სოფელი 7 მილიონად იყიდება
შვედეთში სოფელი 7 მილიონად იყიდება - PHOTO

შვედეთში, დედაქალაქ სტოკჰოლმიდან ახლოს მდებარე სოფელი სატრა ბრუნი, რომელიც ცნობილია მინერალური და თერმული წლებით, 700 მილიონ შვედურ კრონად ( 7,3 მილიონი დოლარი) იყიდება.

სოფელს 320 წლის ისტორია აქვს. ტერიტორიაზე თერმული წყლები პირველად 1700 წელს ექიმმა სამუელ სკრაგემ აღმოაჩინა და მის გარშემო მიწები შეიძინა. მინერალური წყლების საბადოებთან ექიმმა რამდენიმე ჭა, საავადმყოფო, ეკლესია და საცხოვრებელი სახლი ააშენა. მინერალური და სამკურნალო წყლების პოპულარობის შემდეგ ხალხმა მის გარშემო საზაფხულო სახლების მშენებლობა და მიწების შეძენა დაიწყო, რომლებიც მოგვიანებით, ქველმოქმედების მიზნით, მიწის მფლობელებს გადაეცა.

1740 წელს მიწები და სახლები ქალაქ ვასტერასიდან ეპისკოპოსმა შეიძინა სასულიერო პირმა ქონება მოგვიანებით უფსალას ისტორიულ უნივერსიტეტს დაუტოვა.

2002 წელს უნივერსიტეტმა სოფელი 16 მეწარმეს მიჰყიდა, რის შემდეგაც სატრა ბრუნი სპა-გამაჯანსაღებელ ცენტრად იქცა.

სოფელი 2428 კვადრატულ მეტრზე გაშენებული. გასაყიდ ფართობში შედის სოფლის ირგვლივ მდებარე 3399 კვადრატული მეტრი მიწები, რომლებიც განაშენიანებული არ არის.

სოფელი დარეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ყიდვა ნებისმიერს, მათ შორის უცხოელებსაც შეუძლიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system