
შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის შესახებ მედიის ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებს. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიერ ალენ ელჩინგერმა განაცხადა.
მას სთხოვეს, დაედასტურებინა გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, სავარაუდოდ, შვეიცარიაში გაიმართება.
"ჩვენ "კომერსანტის" ამ სტატიაზე კომენტარს არ ვაკეთებთ", - განაცხადა ელჩინგერმა.
შეგახსენებთ, დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, სავარაუდოდ, შვეიცარიაში გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მესამე ქვეყანაში ორმხრივ შეხვედრის გამართვის ინიციატივით 13 აპრილს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გამოვიდა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა.