თავში

შვეიცარიაში ელექტრომანქანების მსოფლიოში ყველაზე მძლავრი დამტენი წარადგინეს

​შვეიცარიაში ელექტრომანქანების მსოფლიოში ყველაზე მძლავრი დამტენ
შვეიცარიაში ელექტრომანქანების მსოფლიოში ყველაზე მძლავრი დამტენი წარადგინეს
© Reuters

შვეიცარიულმა კორპორაციამ ABB წარადგინა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი დამტენი, რომელიც 15 წუთში 4 ელექტრომობილს ტენის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დატენვა ავტომობილს 100 კმ-ზე ჰყოფნის.

მოსალოდნელია, რომ დამტენი Terra 360 ევროპაში უკვე წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი. აშშ-ში, ლათინურ ამერიკასა და აზიურ-წყნარი ოკეანის რეგიონში კი მას 2022 წელს მიიღებენ.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ცნობით, გასულ წელს პანდემიასთან დაკავშირებული ახალი მანქანების გაყიდვების შემცირების მიუხედავად, 2020 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა გლობალურად 41%-ით გაიზარდა და სამ მილიონ მანქანას მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system