თავში

შვეიცარიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

შვეიცარიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
შვეიცარიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

შვეიცარიაში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 6 ივლისიდან შვეიცარიაში, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვებით, მკაცრდება კორონავირუსის პრევენციის ზომები.

„სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში 12 წელს ზემოთ პირებისათვის;  მაღალი რისკის ქვეყნებიდან შვეიცარიაში შემოსული ყველა პირი ვალდებულია გაიაროს 10 დღიანი კარანტინი; კარანტინს დაქვემდებარებული პირების მხრიდან ამ წესების გვერდის ავლის შემთხვევაში, გათვალისწინებულია საკმაოდ მაღალი ჯარიმა.

საქართველოს მოქალაქეებისათვის შვეიცარიაში შემოსვლის შესაძლებლობა და წესები განხილული იქნება შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ 20 ივლისისთვის. მანამდე, საქართველოს მოქალაქეები კვლავ ვერ შეძლებენ შვეიცარიაში შემოსვლას, თუკი მათ არ გააჩნიათ შვეიცარიის მოქმედი ბინადრობის ნებართვა.", - აცხადებენ საელჩოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system