თავში

შვეიცარიელმა მეცნიერებმა "ცისარტყელისებური" შოკოლადი შექმნეს

​შვეიცარიელმა მეცნიერებმა "ცისარტყელისებური" შოკოლადი შექმნეს
შვეიცარიელმა მეცნიერებმა ცისარტყელისებური შოკოლადი შექმნეს

ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლისა (ETHZ) და ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (Fachhochschule Nordwestschweiz FHNW) მეცნიერებმა "ციმციმის" ეფექტს მიაღწიეს და შექმნეს შოკოლადი, რომელსაც "ცისარტყელისებური" გარსი აქვს.

მეცნიერების თქმით, კვლევისას ისინი ქამელეონის კანის სტრუქტურას ეყრდობოდნენ, რომელიც გუანინის კრისტალებს შეიცავს და მზის შუქზე ფერს იცვლის.

თავდაპირველად პროექტი მხოლოდ ცნობისმოყვარეობის შედეგი იყო. ორი მეცნიერი საკითხს ჩატში განიხილავდა, შემდეგ კი პრაქტიკული ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყდა. თავდაპირველად მათ საკვებად ვარგისი შოკოლადის და ტიტანის გამოყენება სურდათ, თუმცა ბოლოს არჩევანი მაინც შოკოლადზე შეაჩერეს.

იდეალური გზის პოვნის შემდეგ ახლა მეცნიერები შოკოლადის უმსხვილეს მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს მართავენ, რათა ახალი ტექნოლოგია საბაზრო პროდუქტში გადაიზარდოს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში უნივერსიტეტებში, რომლებსაც მეცნიერები წარმოადგენდნენ, შვილობილი ინოვაციური კომპანიაც გაჩნდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system