თავში

შვეიცარიის პრეზიდენტმა იუბილეზე ყველა თანამოქალაქე დაპატიჟა, რომელთანაც ერთ დღეს დაიბადა

შვეიცარიის პრეზიდენტმა იუბილეზე ყველა თანამოქალაქე დაპატ
შვეიცარიის პრეზიდენტმა იუბილეზე ყველა თანამოქალაქე დაპატიჟა, რომელთანაც ერთ დღეს დაიბადა

შვეიცარიის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა 14 მაისს 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის დიდი წვეულების გამართვას აპირებს და ეპატიჟება ყველა თანამოქალაქეს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. ამის შესახებ The Local წერს.

იმისთვის, რომ პრეზიდენთან ერთად დაბადების დღე იზეიმო, ნებისმიერმა მსურველმა პრეზიდენტის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს და პასპორტის ასლი წამოადგინოს.

სომაგურა 1960 წელს დაიბადა. მასთან ერთად შვეიცარიაში იმ დღეს ქვეყანას 94 372 ბავშვი მოევლინა. გამოცემა აღნიშნავს, რომ დაპატიჟებულთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 258 ადამიანს შეადგენს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად ჩატარდება საზეიმო ღონისძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system