თავში

სიენა მილერმა ალფრედ ჰიჩკოკს სადისტი უწოდა

სიენა მილერმა ალფრედ ჰიჩკოკს სადისტი უწოდა
სიენა მილერმა ალფრედ ჰიჩკოკს სადისტი უწოდა

ცნობილ რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკს სადისტური მიდრეკილება ჰქონდა. დღეს რომ ის ცოცხალი იყოს ასობით ქალი შეეწინააღმდეგებოდა მას. ასე დაახასიათა ჰოლივუდის ოსტატი მსახიობმა, სიენა მილერმა.

ის გამოეხმაურა მისი კოლეგის ტიპი ჰედრენსის მონაწილეობას ფილმ "გოგონაში", რომელიც ალფრედ ჰიჩკოკის ცნობილი თრილერის "ჩიტების" შექმნას ეძღვნება.

"ზოგიერთ რეჟისორს სურს ყველაფერი მკაცრი კონტროლის ქვეშ შეინარჩუნოს. ძალიან პოზიტიური რეაგირება მაქვს ზრუნვისა და მხარდაჭერის გამოვლინების მიმართ, მაგრამ არიან რეჟისორები, რომლებმაც ის მიიღეს ჩემგან რაც სჭირდებოდათ. ეს არ არის მხოლოდ ის, თუ როგორ ექცეოდა მას ამ ფილმების გადაღებების დროს, არამედ შემდეგაც. მან ჩემ კოლეგას ტიპი ჰედრენს არ მისცა საშუალება, რომ ემუშავა ჟან-ლიუკ გოდარისთან, ფრანსუა ტრიუფოსთან და ა.შ., რადგან მას ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ჰიჩკოკთან და ამ ხელშეკრულების საფუძველზე მასთან ვერც ერთი რეჟისორი ვერ თანამშრომლობდა. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სადისტური იყო", - განაცხადა მილერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system