თავში

სიერა-ლეონეში სროლას აქციის 4 მონაწილე ემსხვერპლა

სიერა-ლეონეში სროლას აქციის 4 მონაწილე ემსხვერპლა
სიერა-ლეონეში სროლას აქციის 4 მონაწილე ემსხვერპლა

სიერა-ლეონეში გამართულ აქციაზე სროლას ოთხი ადამიანი ემხვერპლა, ხოლო 10 დაშავდა, როდესაც პოლიციამ აქციის დასაშლელად მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ქალაქ მაკენში გამართულ აქციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა ელექტროენერგიის წყაროს სხვა ქალაქში გადატანის შეჩერების მოთხოვნით. 

როდესაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს, პოლიციამ მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

მთავრობამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მშვიდობის შელახვის ნებისმიერი მცდელობა  „კანონის მაქსიმალურ ძალით“ დაისჯებოდა.

დაღუპულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 15 წლის სკოლის მოსწავლეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system