თავში

სილამაზის სალონები დიდ ბრიტანეთში კიდევ ნახევარი წლის განმავლობაში იქნება დახურული

​სილამაზის სალონები დიდ ბრიტანეთში კიდევ ნახევარი წლის განმავ
სილამაზის სალონები დიდ ბრიტანეთში კიდევ ნახევარი წლის განმავლობაში იქნება დახურული

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, ბარბერ-შოპები, სილამაზის სალონები და ნეილ-ბარები დიდ ბრიტანეთში კიდევ ნახევარი წლის განმავლობაში იქნება დახურული. ამის შესახებ The Sun წერს.

მეცნიერები, რომლებიც მთავრობას საკარანტინო ზომების შესახებ კონსულტაციებს უწევენ, თვლიან, რომ პანდემიის დროს კლიენტების მომსახურეობა, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს.

გამოცემა წერს, რომ ამან შესაძლოა ეკონომიკური კუთხით პრობლემები შექმნას. გაკოტრება 41 ათასამდე კომერციული საწარმოს დაემუქრება, თუკი ხელისუფლების მხრიდან დახმარება არ იქნება გაწეული.

დიდ ბრიტანეთში ბარბერ-შოპები, სილამაზის სალონები და ნეილ-ბარები უკვე ერთი თვეა დახურულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system