თავში

სინგაპური პანდემიის დროს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

სინგაპური პანდემიის დროს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
სინგაპური პანდემიის დროს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

პანდემიის დროს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა სინგაპურია. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, სინგაპურმა პირველი ადგილი მოსახლეობის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლისა და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის გამო დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში, რომელიც სააგენტომ შეადგინა 2020 წლის ნოემბერში, ახალმა ზელანდიამ პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ ეროვნული ვაქცინაციის კამპანიების დაწყების შემდეგ ლიდერობა დაკარგა, რადგან სინგაპურში მოსახლეობის თითქმის 20% უკვე აცრილია.

სიის შედგენის ძირითადი ინდიკატორები იყო მონაცემები ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის, სიკვდილიანობის დონის, გამოკვლეული ადამიანების რაოდენობისა და ვაქცინაციის მიხედვით. სინგაპურმა 79,7 ქულა დააგროვა, ახალი ზელანდიამ კი 79,6 ქულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system