თავში

სინგაპურში ტაქტის მძღოლი კორონავირუსზე პოსტის გამო ციხეში ჩასვეს

​სინგაპურში ტაქტის მძღოლი კორონავირუსზე პოსტის გამო ციხეში ჩასვეს
სინგაპურში ტაქტის მძღოლი კორონავირუსზე პოსტის გამო ციხეში ჩასვეს

სინგაპურში სასამართლომ ტაქსის მძღოლს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

მამაკაცმა სასურსათო მაღაზიების დახურვის შესახებ Facebook-ში პოსტი დაწერა და ადამიანებს პროდუქტების მომაგარებისკენ მოუწოდა. 15 წუთში მან პოსტი წაშალა. ჯგუფი, სადაც მან ამის შესახებ დაწერა, 7500-მდე ადამიანს აერთიანებს.

პროკურორების თქმით, ასეთი ზომა მომავალში პანიკის დათესვის პრევენციას შეუწყობს ხელს.

"ფსიქოლოგიური ბრძოლა, რომელიც შიშისა და ისტერიის დაძლევაზეა მიმართული, ასევე მნიშვნელოვანია, როგორც COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა პროკურორმა, დებორა ლიმ.

სინგაპურში ცრუ ინფორმაციის გავრცელება $7000 ოდენობის ჯარიმით, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system