თავში

სინგაპურში ვაქცინების ახალი საწარმო გაიხსნება

სინგაპურში ვაქცინების ახალი საწარმო გაიხსნება
სინგაპურში ვაქცინების ახალი საწარმო გაიხსნება

საფრანგეთის წამლების მწარმოებელი კომპანია Sanofi სინგაპურში 400 მილიონი ევროს ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. კომპანია ინოვაციური ვაქცინების საწარმოს გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. 

ახალი საწარმო ტუასის ბიოსამედიცინო პარკში აშენდება. 

ფრანგული კომპანია ინოვაციური ვაქცინების შექმნას გეგმავს, რომლითაც აზიის ტერიტორიას მოამარაგებს. 

პროექტში სავარაუდოდ 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

აღსანიშნავია, რომ საწარმოს მშენებლობა უკვე 2021 წლის მესამე კვარტალში დაიწყება და სავარაუდოდ 2026 წელს დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system