თავში

"სინოფარმი", "სპუტნიკი" და "ჯონსონი და ჯონსონი" ომიკრონის წინააღმდეგ სუსტი აღმოჩნდა

"​სინოფარმი", "სპუტნიკი" და "ჯონსონი და ჯონსონი"
სინოფარმი, სპუტნიკი და ჯონსონი და ჯონსონი ომიკრონის წინააღმდეგ სუსტი აღმოჩნდა

Covid 19-ის საწინააღმდეგოდ დამზადებული ვაქცინები, ჩინური წარმოების "სინოფარმი", ასევე "ჯონსონი და ჯონსონი" და "სპუტნიკი" ახალი შტამის "ომიკრონის" წინააღმდეგ ნაკლებად პროდუქტიული აღმოჩნდა. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ცდების შედეგები გამოაქვეყნეს. 

"სინოფარმის" ორივე დოზით აცრილი 13 ადამიანისგან მხოლოდ სამი აღმოჩნდა "ომიკრონის" წინაშე მდგრადი, მათ შემთხვევაში ანტისხეულებმა "ომიკრონის" განეიტრალება შეძლეს. "ჯონსონი და ჯონსონისთვის" ეს მაჩვენებელი 12-დან 2-მდე დაეცა. ხოლო რუსული სპუტნიკის შემთხვევაში 11 სრულად ვაქცინირებული შემთხვევიდან ვერცერთმა გაუწია წინააღმდეგობა "ომიკრონს". კვლევა უკვე გამოქვეყნებულია. 

მის მიხედვით ყველაზე მაღალი დაცვის მაჩვენებელი წინასწარ გადატანილი Сovid ინფექციისა და "ფაიზერის" ორი დოზის კომბინაციას აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system