თავში

სიცილიაში ნათლიების ყოლა აიკრძალა

სიცილიაში ნათლიების ყოლა აიკრძალა
სიცილიაში ნათლიების ყოლა აიკრძალა

კატანიის მუნიციპალიტეტში სასულიერო პირებმა ნათლობის ცერემონიაზე ნათლიების დასწრება 3 წლით აკრძალეს, იმ მოტივით, რომ ამჟამად ნათლიის წმინდა როლი ძალიან "საეჭვო" გახდა. ბევრი მშობელი ნათლიად მდიდარ ადამიანებს ირჩევს, მათში ხედავენ არა სულიერ მრჩეველს, არამედ შესაძლებლობას, შეიძინონ კავშირები და გავლენიანი მფარველები თავიანთი შვილებისთვის. 

როგორც გამოცემა New York Times წერს, ნათლობის ღონისძიებები განგსტერული კლანების გაძლიერებას არ უნდა ემსახურებოდეს.

კატანის მთავარი ვიკარი, სალვატორე გენჩი ამბობს, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ექსპერიმენტია. ის თავად 15 ბავშვის ნათლიაა, მაგრამ მას სჯერა, რომ ასეთი პასუხისმგებლობა ნათლიების უმეტესობის ძალას აღემატება.

ამ აკრძალვამ უკვე ჩაშალა ნათლობის რამდენიმე მდიდრული ცერემონია. კატანიის მაცხოვრებლებს უწევთ ნათლობისთვის მეზობელ ქალაქებში გაემგზავრონ, სადაც აკრძალვა ჯერ არ არის ძალაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system