თავში

სიცილიური ქალაქის ხელისუფლება სახლებს უფასოდ დაარიგებს

​სიცილიური ქალაქის ხელისუფლება სახლებს უფასოდ დაარიგებს
სიცილიური ქალაქის ხელისუფლება სახლებს უფასოდ დაარიგებს

ქალაქ კამარატის მერი ვინჩენსო ჯამბონერე ახალი ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ნებისმიერი მსურველი, რომელიც იტალიის კუნძულ სიცილიაზე მდებარე ამ დასახლებულ პუნქტში საცხოვრებლად გადმობარგდება, სახლს უფასოდ მიღებს.

ადგილობრივი ხელისუფლება ამ გზით ქალაქის დაცარიელების აღკვეთას გეგმავს. ბოლო წლებში ახალგაზრდობა კამარატს ტოვებს და საცხოვრებლად უფრო მსხვილ ქალაქებს ირჩევს.

ამჟამად ქალის მოსახლეობა დაახლოებით 6 ათას ადამიანს შეადგენს.

„მიჭირს იმის ყურება, რომ ეს შესანიშნავი ისტორიული ცენტრი დაცარიელდა და ნანგრევებად იქცა. მფლობელები არ აქცევენ ყურადღებას ზარალს, რომელსაც ისინი საკუთარი სახლების მიტოვებით და რეკონსტრუქციაზე უარის თქმით აყენებენ“, - აცხადებს კამარატის მერი.

გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება ახალ მოსახლეებს 1000 ევროს გადაურიცხავს. ერთადერთი რაც მათ მოეთხოვებათ - გადმოცემული სახლის გარემონტებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system