თავში

“ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის მოდა“ - სკანდალი GUCCI-ის ჩვენებაზე

“ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის მოდა“ - სკანდალი GUCCI-ის ჩვენებაზე
“ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის მოდა“ - სკანდალი GUCCI-ის ჩვენებაზე

მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, მოდის სახლმა GUCCI-მ გაზაფხული/ზაფხულის ხაზი წარმოადგინა. კოლექციაში  ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გამოყენებული უნიფორმების იდენტური ჟაკეტები და შარვლები იყო წარმოდგენილი, პაციენტის დასაბამი ქამრებითა და გრძელი საყელოებით. 

 მოდელმა აეშა ტან-ჯონესმა, რომელიც ჩვენებაში მონაწილეობდა, პოდიუმზე ხელები აწია.  მის ხელებს წარწერა „მენტალური ჯანმრთელობა მოდა არ არის“ ამშვენებდა. 

„როგორც მხატვარისა და მოდელისთვის, რომელმაც  ფსიქიკასთან საკუთარი ბრძოლა გამოიარა, ასევე რომლის ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც  დეპრესიისგან, შფოთვისგან, ბიპოლარული აშლილობისა და შიზოფრენიისგან დაზარალდნენ, ეს კოლექცია საზიანო და სამარცხვინოა. მოდის ისეთმა გავლენიანმა სახლმა, როგორიც გუჩია,  ეს გამოსახულება გამოიყენა, როგორც კონცეფცია „მოდური მომენტის დაჭერა“, -განაცხადა მოდელმა.

 

გუჩიმ Twitter- ზე მოდების ჩვენების რამდენიმე სურათი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "უტილიტარული უნიფორმა"  წარმოადგენდა "ნორმატიულ ჩაცმას, რომელიც ეძღვნებოდა საზოგადოებას და მათ ვინც ამას აკონტროლებს“ 



"ეს ცარიელი სტილის ტანსაცმელი #AlessandroMichele– მ დააპროექტა, რათა წარმოედგინა, თუ როგორ ხორციელდება ძალაუფლება მოდის გზით”, - წერს გუჩი.




მოდის სახლის პრეს-მდივანს პროტესტის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system