თავში

სკარლეტ იოჰანსონი "დისნეის" უჩივის

​სკარლეტ იოჰანსონი "დისნეის" უჩივის
სკარლეტ იოჰანსონი დისნეის უჩივის

სკარლეტ იოჰანსონმა, რომელმაც "შავი ქვრივი" მარველის ამავე სახელწოდების ფილმში ითამაშა, ლოს-ანჯელესის სასამართლოში კორპორაცია "დისნეის" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ Wall Street Journal წერს.

კომპანიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის მიზეზი იყო კინოთეატრებში გამოშვებასთან ერთად ფილმის სტრიმინგ სერვისზე გამოსვლა გახდა.

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ იოჰანსონისა და "დისნეის" Marvel Entertainment-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, ფილმი მხოლოდ კინოთეატრებში უნდა იყოს ნაჩვენები, რადგან მსახიობის ხელფასი სწორედ ჩვენებების შედეგად მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული.

თავდაპირველად ფილმი 2020 წლის მაისში უნდა გამოსულიყო, მაგრამ პანდემიის გამო პრემიერა რამდენჯერმე გადაიდო. შედეგად, ბლოკბასტერი 2021 წლის 9 ივლისს, როგორც კინოთეატრებში, ასევე Disney+-ზე გამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system