თავში

სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილებს ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან აქვთ კავშირი

სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილებს ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან ა
სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილებს ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან აქვთ კავშირი

სერგეი სკრიპალის მოწამვლაში სავარაუდო ეჭვმიტანილებს, ალექსანდრე პეტროვს და რუსლან ბოშიროვს 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან აქვთ კავშირი. ამის შესახებ BBC წერს.

ჩეხეთის საგამოძიებო უწყების ცნობით, 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების დროს, პეტროვი და ბოშიროვი ჩეხეთში იმყოფებოდნენ.

საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system