თავში

სლოვაკეთმა COVID-19-ზე უარყოფითი პასუხის გარეშე მოსახლოების გარეთ გასვლა აკრძალა

სლოვაკეთმა COVID-19-ზე უარყოფითი პასუხის გარეშე მოსახლოების გარეთ გასვლა აკრძალა
სლოვაკეთმა COVID-19-ზე უარყოფითი პასუხის გარეშე მოსახლოების გარეთ გასვლა აკრძალა

სლოვაკეთის მაცხოვრებლებს თავიანთი სახლების დატოვება სამუშაოდ ან პარკში გასეირნების მიზნით კორონავირუსზე ნეგატიური პასუხის გარეშე აეკრძალათ. ქვეყანაში დღეს მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მისივე თქმით, ანტიეპიდემიური ზომების ახალი იძულებითი გამკაცრება COVID-19-ით სიკვდილიანობის შემცირებასთან და საავადმყოფოების დატვირთვასთან არის დაკავშირებული. ასევე, ამგვარი ზომების მიზანია,  დაჩქარდეს ბავშვების სკოლებში დაბრუნება.

სახლიდან გასვლის აკრძალვა 7 თებერვლამდე გაგრძელდება. აკრძალულია არა მარტო გასეირნება, არამედ სამსახურში გადაადგილება. ეს ეხება 15-დან 65 წლამდე ყველა მაცხოვრებელს.

ბოლო მონაცემებით, სლოვაკეთში კორონავირუსის 223 325 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 474 მიაღწია, ხოლო 168 915 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system