თავში

სლოვაკეთში კორუფციის ბრალდებით მილიარდერი დააპატიმრეს

​სლოვაკეთში კორუფციის ბრალდებით მილიარდერი დააპატიმრეს
სლოვაკეთში კორუფციის ბრალდებით მილიარდერი დააპატიმრეს

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში სამართალდამცავებმა ბიზნესმენი იაროსლავ ჰაშჩაკი - ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების სიაში მეორე ადგილზე მყოფი ადამიანი დააკავეს. მას "გორილას საქმესთან" დაკავშირებით კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ბრალი წაუყენეს.

ჰაშჩაკი არის ინვესტიციური ჯგუფის Penta Investments- ის დამფუძნებელი პარტნიორი, რომელმაც გასულ წელს საკუთარი ქონება 11,2 მილიარდ ევროდ შეაფასა. მის გარდა კომპანიის კიდევ ოთხი ტოპ მენეჯერი დააკავეს.

თავად ჰაშჩაკი ბრალდებას უარყოფს.

ე.წ. "გორილას საქმის" შესახებ ჯერ კიდევ 2011 წელს გახდა ცნობილი. მედიამ გამოაქვეყნა აუდიო და ვიდეო ჩანაწერები მაღალჩინოსნების ჰაშჩაკთან რეგულარული შეხვედრების შესახებ. ეს შეხვედრები სლოვაკეთის სამოქალაქო დაზვერვის და კონტრდაზვერვის ბინებში იმართებოდა. ერთ-ერთ ჩანაწერში ოლიგარქი მთავრობის წარმომადგენლებთან ქრთამის საკითხს განიხილავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system