თავში

სლოვენიაში კარანტინის პროტესტს არეულობა მოჰყვა

​სლოვენიაში კარანტინის პროტესტს არეულობა მოჰყვა
სლოვენიაში კარანტინის პროტესტს არეულობა მოჰყვა

სლოვენიაში დემონსტრანტებმა კორონავირუსის წინააღმდეგ შემოღებული მკაცრი საკარანტინო ზომები გააპროტესტეს. ლუბლიანას ქუჩაში რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა. მიტინგი არასანქცირებული იყო. აქციას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. 

დემონსტრანტები პარლამენტის შენობასთან აპირებდნენ მისვლას, თუმცა, მათ გზა სამართალდამცავებმა გადაუკეტეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციას პიროტექნიკა და ქვები ესროლეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. დაპირისპირებისას დაშავდა ორი ადამიანია, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system