
სლოვენიაში კვლავ კარანტინი გამოცხადდა, რომელიც სულ მცირე აპრილის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით დაიხურება არასასურსათო დანიშნულების მაღაზიები, ასევე კულტურული და რელიგიური თავშეყრის ადგილები. ამასთან 1-დან 12 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს მოგზაურობაზე შეზღუდვა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიები თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანენ, ხოლო სკოლები კვლავ დისტანციურ სწავლებას განაახლებენ.
”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 12 აპრილის შემდეგ დადებით შედეგს დავინახავთ", - აღნიშნა სლოვენიის პრემიერმა.
სლოვენიაში კორონავირუსით სულ 212 678 პირია ინფიცირებული, მათ შორის, 4 018 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.