თავში

ავსტრალიის ველურ ბუნებას "ტასმანიელი ეშმაკები" დაუბრუნდნენ

ავსტრალიის ველურ ბუნებას "ტასმანიელი ეშმაკები" დაუბრუნდნენ
ავსტრალიის ველურ ბუნებას ტასმანიელი ეშმაკები დაუბრუნდნენ

ავსტრალიაში ტასმანიელი ეშმაკები 3 000 წლის შემდეგ თავიდან დაუბრუნდნენ ველურ ბუნებას. ამის შესახებ BBC წერს.

კონსერვაციულმა ჯგუფებმა 26 ძუძუმწოვარი ცხოველი სიდნეიში, Barrington Tops-ის ეროვნულ პარკში გაუშვა.

ტასმანიის კუნძულებზე ჯერ კიდევ ბევრი ძუძუმწოვარი ბინადრობს, მაგრამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მათი რიცხვი შემცირდა.

"ტასმანიის ეშმაკი" კლასიფიცირებულია, როგორც გადაშენების პირას მყოფი ცხოველის სახეობა. მსგავსი სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ ის ძლიერად ჩხუბობს და ცნობილია, როგორც ყბის ძვლის გამანადგურებელი.

ცხოველთა ექსპერტების თქმით, ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ ადამიანისთვის ან სოფლის მეურნეობისთვის.

მათ შეუძლიათ ხუთ წელზე მეტხანს იცხოვრონ ბუნებაში, თუკი თავიდან აიცილებენ კიბოს დაავადებას.

მამრობითი სქესის "ტასმანიის ეშმაკის" წონა 12 კგ-მდეა, ხოლო მდედრობითის 8 კგ-მდე.

ოფიციალური ინფორმაციით დადგენილია, რომ ტასმანიის ველურ ბუნებაში 25 000-ზე ნაკლები "ტასმანიის ეშმაკი" ბინადრობს. თუმცა 90-იანი წლებში მათი რაოდენობა 150,000 იყო. მაგრამ ცხოველთა უმეტესობა პირის ღრუს სასიკვდილო კიბოთი დაავადდა, რამაც მკვეთრად შეამცირა მათი რიცხვები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system