თავში

სოჭში აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

​სოჭში აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო
სოჭში აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

სოჭში აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მოგციანებით სოჭში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაზე 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმებების შესრულებას განიხილავენ.

ასევე მხარეები რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად და მშვიდობიანი ცხოვრების დასამყარებლად შემდგომ ნაბიჯებს დასახავენ.

განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენასა და განვითარებას დაეთმობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system