თავში

სომალიში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფება "ალ-შაბააბმა“ აიღო

სომალიში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფება
სომალიში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფება ალ-შაბააბმა“ აიღო

სომალიში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც 90 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფება „ალ-შაბააბმა“ აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აუდიო შეტყობინებაში, რომელიც ალ-ქაიდას მოკავშირე ისლამურმა დაჯგუფებამ გაავრცელა, პრესსპიკერი ალი მუჰამედ რეიჯი აცხადებს, რომ აფეთქების სამიზნე თურქეთის და სომალის სამხედრო ძალები იყო და მათ დიდი დანაკარგი განიცადეს.

მისივე თქმით, თურქეთი „სომალს ყველა რესურსს აცლის“. რეიჯი იმუქრება, რომ „ალ-შაბააბი“ სომალიში თურქ სამხედროებზე თავდასხმას მომავალშიც გააგრძელებს.

„ყოველთვის ვიბრძოლებთ იმ თურქების წინააღმდეგ, რომლებიც თურქეთის მოღალატე მთავრობასთან ერთად მოქმედებს. მშვიდობიანი თურქი მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგი არ ვართ,“- აცხადებს ალი მუჰამედ რეიჯი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფეთქებას 84 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system