თავში

სომხეთი აზერბაიჯანის ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობას შეძლებს

​სომხეთი აზერბაიჯანის ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობას შეძლებს
სომხეთი აზერბაიჯანის ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობას შეძლებს

თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება, მეზობელი ქვეყნის მონაწილეობა ჩვენს ენერგეტიკულ პროექტებში გამორიცხული არ არის. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

"აზერბაიჯანი ყოველთვის იყო რეგიონული თანამშრომლობის ინიციატორი", - განაცხადა შაჰბაზოვმა.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მიმდინარე წლის მარტში, ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასია გაზსადენის (რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით გაზის მიწოდებისთვის) შეკეთებასთან დაკავშირებით, რუსული გაზის მიწოდება სომხეთში დროებით აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ხორციელდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system