თავში

სომხეთის მიერ სამმხრივი შეთანხმებების განხორციელების გაჭიანურება რეგიონის სტაბილურობას აზიანებს - ბაირამოვი

​სომხეთის მიერ სამმხრივი შეთანხმებების განხორციელების
სომხეთის მიერ სამმხრივი შეთანხმებების განხორციელების გაჭიანურება რეგიონის სტაბილურობას აზიანებს - ბაირამოვი

სომხეთის მიერ სამმხრივი შეთანხმებების განხორციელების პროცესის გაჭიანურება რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ზიანს აყენებს, - აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ყატარელ კოლეგა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

"სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ სამმხრივი განცხადებიდან გამომდინარე საკითხებზე კონკრეტული შედეგების მიღწევა. ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ რაიმე პრაქტიკულ ნაბიჯს სომხეთის მხრიდან", - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბაირამოვმა ასევე აღნიშნა, რომ მან აცნობა ყატარელ კოლეგას ოკუპაციისგან განთავისუფლებულ ტერიტორიებზე სომხური მხარის მიერ კულტურული ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ და ასევე ხაზი სომხეთის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის ნაღმების სრული რუკების გადაცემის მნიშვნელობას გაუსვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system