თავში

სომხეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

​სომხეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად მან Facebook-ის პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ტესტი მან 31 მაისს ჩაიტარა. მისი თქმით, ის სამუშაო თათბირის დროს, სავარაუდოდ, ოფიციანტისგან დაინფიცირდა, რომელმაც წყლის ჭიქა მიაწოდა. მოგვიანებით, მიმტანს COVID-19 დაუდასტურდა. 

ფაშინიანის თქმით, ინფიცირებულია პრემიერის ოჯახის ყველა წევრიც.

ქვეყნის პრემიერის აცხადებს, რომ მას გამოკვეთილი სიმპტომები და მაღალი სიცხე არ აქვს. ის ახლა ყურადღებით იქნება, რადგან სიმპტომები, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გამოვლინდეს.

"მე რეზიდენციიდან ვიმუშავებ. აქ ყველა პირობა, კავშირის ყველა საშუალება მაქვს. სანამ შემეძლება ასე მუშაობა, ვიმუშავებ", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ის ძალიან წუხს, რომ დაინფიცირდა.

"ჩვენი სტრატეგია უცვლელი რჩება. ჩვენ კორონავირუსის ინფექციასთან ცხოვრება უნდა ვისწავლოთ", - განაცხადა ფაშინიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system